საქართველო კაცების, ქალების და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყაროდ რჩება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

 საქართველო კაცების, ქალების და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყაროდ რჩება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

საქართველო ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის, ასევე მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყაროდ, სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყნად კვლავ რჩება, - ამის შესახებ ნათქვამია ადამიანით ვაჭრობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მიერ წინგადადგმული ნაბიჯები ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში. ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისთვის, რომლის თანახმად, საჭიროა ძალისხმევის გააქტიურება ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებულთა იდენტიფიცირების მიზნით, ასევე ძალისხმევის გააქტიურება ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი პირების პასუხისგებაში მისაცემად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს საქართველოს, ჩაატაროს მრავალმხრივი გამოკვლევა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხზე, შექმნას ინტეგრირებული, უწყებათაშორისი სტრატეგია მოწყვლადობის შემცირებისა და იძულებითი მათხოვრობის აღკვეთის მიზნით, ჩაუტაროს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს შესაბამისი ტრენინგები, გააგრძელოს საგანმანათლებო-საინფორმაციო კამპანია ტრეფიკინგის, სამართლებრივი დაცვისა და ხელმისაწვდომი მომსახურების შესახებ, რომელიც მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზეა ორიენტირებული.

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც ტრეფიკინგს ყველაზე წარმატებულად ებრძვიან. კავკასიის რეგიონიდან საქართველოსთან ერთად პირველ ჯგუფში მოხვდა სომხეთი, რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენ წევრებს, ესენია აშშ და მეტწილად, ევროპული ქვეყნები, მათ შორის ლიტვა და პოლონეთი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."