გიორგი მარგველაშვილი - ჩემი ვადის მომავალ ორ წელს გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას მოვახმარ

გიორგი მარგველაშვილი - ჩემი ვადის მომავალ ორ წელს გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას მოვახმარ

ჩემი ვადის მომავალ ორ წელს გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას მოვახმარ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა . მან გერმანიაში გამართულ შეხვედრებს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტი ორიენტირებულია მომავალზე და საქართველო-გერმანიის ინტენსიურ თანამშრომლობაზე.

"განხილული იყო როგორც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, ისე ნატო-სთან ინტეგრაციის დღის წესრიგი, რეგიონში არსებული ვითარება და ის ინტენსიური ორმხრივი დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს 2017 და 2018 წელს ექნება გერმანიასთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, გერმანელ პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს, კანცლერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ესმით საქართველოს სპეციფიკა, ქართული პოლიტიკური რეალობა, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას გერმანიის წინაშე არსებული გამოწვევები.

"ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალი ორი წლის განმავლობაში და მე ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, რომ ჩემი ვადის მომავალ ორ წელს მოვახმარ გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."