რა ქონებას ფლობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები?

რა ქონებას ფლობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები?

"კვირის პალიტრამ" პოლიტიკოსების დეკლარაციებს თვალი გადაავლო...

გიორგი კვირიკაშვილი, "ქართული ოცნება"

გიორგი კვირიკაშვილის სახელზეა გაფორმებული ორი საცხოვრებელი სახლი - თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე 190 კვმ და დუშეთის რაიონში 250 კვმ ფართობის. ასევე მის მფლობელობაშია თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 34 კვმ ფართობი, ორი მიწის ნაკვეთი - დუშეთის რაიონში 3450 კვმ და თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე, 432 კვმ ფართობის. გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გახსნილი იყო ხუთი საბანკო ანგარიში, მათგან ოთხი - ბანკ "ქართუში", ერთიც - თიბისიში. ერთი - სახელფასო, დანარჩენი კი საკრედიტო ანგარიშებია. კვირიკაშვილს ბანკ "ქართუში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 150 ლარი, ამავე ბანკში არსებულ სამ სხვადასხვა ანგარიშზე - 14.000 ლარი, 10.000 აშშ დოლარი და 5.000 ევრო, თიბისიში გახსნილ ანგარიშზე კი - 4.930 აშშ დოლარი.

დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი, რესპუბლიკელები

თინათინ ხიდაშელს ფანასკერტელის ქუჩაზე აქვს 60 და 116 კვმ ფართობის ბინები. დავით უსუფაშვილის სახელზეა გაფორმებული მსუბუქი ავტომობილი Lexus RX330.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, თინათინ ხიდაშელს თიბისი ბანკში მიმდინარე ბალანსზე აქვს 109.900 ლარი. და 10.885 ევრო. დავით უსუფაშვილს ანაბარზე აქვს - 20.815 ლარი და 10.007 დოლარი, სახელფასო ბარათზე კი - 7.885 დოლარი. შვილის, ალექსანდრე უსუფაშვილის მიმდინარე ანგარიშზე"თიბისი ბანკში გახსნილია ანაბარი 21.165 დოლარის ოდენობით, გრიგოლ უსუფაშვილის ანაბარზე კი ირიცხება 14.068 დოლარი.

ირმა ინაშვილი, "პატრიოტთა ალიანსი"

ირმა ინაშვილის ანგარიშზე ამ ეტაპზე 600 ლარი დევს. მისი ხელფასი დაახლოებით 650 ლარია, საიდანაც ყოველთვიურად 100 ლარს სოლიდარობის ფონდს სწირავს. მის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი და ოროთახიანი ბინა ბორჯომში. რაც შეეხება ტელევიზია "ობიექტივს", გავრცელებული ინფორმაციით, არხის ექსპლუატაციას კომერციული იურიდიული პირი - შპს "მედიასახლი"ობიექტივი" ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე 28,5%-იანი წილით ირმა ინაშვილია.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."