გიორგი მარგველაშვილი - საქართველო მის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შეეცდება

გიორგი მარგველაშვილი - საქართველო მის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შეეცდება

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შეეცდება.

გიორგი მარგველაშვილმა ყველა მხარეს მოუწოდა, სიტუაციის დარეგულირების პროცესში ჩაერთოს.

"მინდა გამოვხატო აღტაცება იმითი, რომ ასეთი მნიშნელოვანი ღონისძიება - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია - ტარდება ჩვენთან, ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ გააკეთა უმნიშვნელოვანესი ისტორიული არჩევანი და მტკიცედ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გააჟღერა ქართველი ერის ნება, რომ ააშენოს თანამედროვე, დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო. ადამიანის უფლებების დაცვა, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების გზით სვლა ეს ის ღირებულებებია, რომელმაც ოთხი ათეული წლის წინ გააერთიანა კაცობრიობა და ამ გაერთიანების შედეგად მოგვცა ჰელსინკის პროცესი.

საქართველო არის აქტიური მონაწილე ეუთო-ს პროცესის და ჩვენ აქტიურად გვჯერა, რომ ნებისმიერი ტიპის დაძაბულობა შესაძლებელია მოიხსნას ინტენსიური დიალოგით, მსჯელობით იმ საჭიროებებზე, რომლებიც გააჩნიათ დაპირისპირებულ მხარეებს. საქართველომ მტკიცედ განაცხადა და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა, არ შევეცდებით სამხედრო გზით. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ასევე მტკიცედ ჩაერთოს სიტუაციის დარეგულირების პროცესში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."