"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ყრილობა შესაძლოა დიდგორის ველზე ჩაატაროს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ყრილობა შესაძლოა დიდგორის ველზე ჩაატაროს

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ყრილობა შესაძლოა დიდგორის ველზე ჩაატაროს. პარტიისადმი ასეთი შეთავაზება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა განუცხადა, სააკაშვილის ინიციატივა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვი" რა თქმა უნდა, მისაღებია, თუმცა სხვა ვერსიებიც განიხილება და ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"სიმბოლიზმი პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. ამაზე ქილიკობენ ადამიანები, რომლებმაც საყდრისი ააფეთქეს და მათგან დიდგორზე ქილიკი რა გასაკვირია?! მე რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მთავარი მაინც ეს არის - საყდრისის ამფეთქებელმა ხალხმა დიდგორზე ქილიკს თავი დაანებოს", - განაცხადა კობა ხაბაზმა. მისივე თქმით, ჯერჯერობიტ არც "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დროა გადაწყვეტილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრბთან შეხვედრაზე გამოვიდა ინიციატივით, პარტიის ყრილობა დიდგორის ველზე ჩატარდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."