ლევან ვარშალომიძე დაბრუნდა - ყოფილ მაღალჩინოსანს სარფში ათობით მხარდამჭერი და სანდრა რულოვსი დახვდნენ

 ლევან ვარშალომიძე დაბრუნდა - ყოფილ მაღალჩინოსანს სარფში ათობით მხარდამჭერი და სანდრა რულოვსი დახვდნენ

ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს სარფში ათეულობით მხარდამჭერები დახვდა. მათთან ერთად ყოფილ მაღალჩინოსანს სარფის გამშვებ პუნქტში დახვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.

მხარდამჭერები სარფის გამშვებ პუნქტთან დროშებითა და პარტიის ატრიბუტიკით შეიკრიბნენ. მათ წარწერებიც გააკეთეს: "ხულო, შუახევი, ქედა, ბათუმი შენს გვერდითაა".

სარფში შეკრებილ მხარდამჭერებს ლევან ვარშალომიძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ "გამარჯვების დრო დადგა". როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის პირველი ნომერი იქნება.

იხილეთ ვიდეო

ფოტოები: ნინო ხოზრევანიძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."