ჩეჩენი ბოევიკები რომ შემომიყვანეს კოდორში, მაგას ირაკლი ალასანია კურირებდა - ემზარ კვიციანი

ჩეჩენი ბოევიკები რომ შემომიყვანეს კოდორში, მაგას ირაკლი ალასანია კურირებდა - ემზარ კვიციანი

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ინფორმაციით, წინა ხელისუფლება ჩეჩენ ბოევიკევს საკუთარი მიზნებისთვის ხშირად იყენებდა.

ამის შესახებ კვიციანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

მან კონკრეტული ფაქტები კოდორის ხეობის მაგალითზე მოიყვანა.

"კოდორის ხეობაში ხმაური სჭირდებათ. ამისთვის ხდებოდა ის ყველაფერი, რაც ხდებოდა... ალასანიამ რომ კოდორი ჩაიბარა, ორი წელი ფეხი არ შემიდგია იქ. როდესაც შევედი ადამაინებს, ჩემს მეომრებს არაფერი არ სჯეროდათ ჩემი. გაოგნებული ვიყავი.... იმ დონეზე ჰყავდათ დაჯერებული ისინი, რომ მე მართალი კაცი არ ვიყავი. ალასანია იმ დროს იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მან გააუქმა გუბერნია იმის გამო, რომ ის ადგილობრივებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც არ დათმობდნენ კოდორს. ისინი ჩაანაცვლეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებით ჩაანაცვლეს, რომლებიც ბრძანებას შეასრულებდნენ და მიატოვებდნენ კოდორს, როორც მიატოვეს გაგრა. მე ვამბობ, ჩეჩენი ბოევიკები რომ შემომიყვანეს კოდორში, მაგას კურირებდა ალასანია. დამიჯდეს ნებისმიერ დროს და ამას დავუმტკიცებ. ის 1999 წლიდან კურირებდა კოდორის ხეობას და ანტიტერორისტულ ცენტრს, 1999 წლიდან რაც დაიწყო საქართველოში, ყველას გვახსოვს. როდის ააფეთქეს დავით თევზაძის ძმა? დღემდე გამოუძიებელია, რატომ? თვითონ აკეთებდნენ ყველაფერს და იმიტომ...", - აღნიშნა კვიციანმა.

იხილეთ ვიდეო: ჩეჩენი "ბოევიკების" კოდორში შემოყვანას ირაკლი ალასანია კურირებდა - ემზარ კვიციანი

მან ახმედ ჩატავეთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მის სასამართლო პროცესზე, პრკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირებში სწორედ ჩატაევი ამოიცნო.

"2015 წელს წარმომიდგინა პროკურატურამ ფირები, რომლითაც უნდოდათ ჩემთვის დანაშაული დამეტკიცებინათ. ფირებში ვიხილე ორი ჩეჩენი ბოევიკი, ერთმანეთში საუბრობდნენ. ეს ჩანაწერი ჩემს სასამართლო პროცესზე აჩვენეს. აქედან ერთ-ერთი იყო ახმედ ჩატაევი", - ამბობს კვიციანი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."