ალექსი პეტრიაშვილის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იყო. ამის თაობაზე მან სასამართლოში, დაკითხვის შემდეგ განაცხადა. პეტრიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს არ იცნობდა.

იხილეთ ვიდეო

"მოსამართლეს და სასამართლოს მოვახსენე, რომ თავდასხმა ორი პიროვნების მიერ განხორციელდა. არც ერთ ამ პიროვნებასთან არავითარი შეხება, ურთიერთობა, დაპირისპირება ან კონფლიქტი არ მქონია. ეს არ არის პოლიტიკური ანგარისწორება", - აცხადებს პეტრიაშვილი.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე, ლევან მიქელაძის საფლავზე დაესხნენ თავს, სადაც გარდაცვლილის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მას დაზიანებები ჩაქუჩით მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."