"NATO, ნუ მიატოვებ საქართველოს"

"NATO, ნუ მიატოვებ საქართველოს"

NATO: Don't abandon Georgia - ნატო, ნუ მიატოვებ საქართველოს - სტატიას ამ სათაურით გამოცემა Politico-ში ანალიტიკოსები დევიდ კრამერი და დაიმონ ვილსონი აქვეყნებენ.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველო ნატო-ში წევრობისკენ უკვე 10 წელიწადზე მეტია მიისწრაფის და ვარშავის სამიტზე მას სჭირდება გარანტია ალიანსის ლიდერებისგან, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით გამოწვეული არასტაბილურობა არ გამოიწვევს არასტაბილურობას ევროპის პერიფერიაზე.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2008 წელს ალიანსმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა დაადასტურა, თუმცა მას შემდეგ საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მცირეოდენი პროგრესი შეინიშნება, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ივნისის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზალბიერალიზაცია გადადო.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკმაყოფილების და იმედგაცრუების ფონზე საქართველოში შესაძლოა, პრორუსული ძალები გაძლიერდნენ.

„დასავლური ინსტიტუტები ძირავენ ყველაზე პროდასავლურ და პროამერიკულ ქვეყანას ყოფილი საბჭოთა კავშირიდან", - ნათქვამია სტატიაში.

„ვარშავაში, ალიანსის ლიდერებმა კვლავ უნდა დაადასტურონ, რომ საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება. ნატო-ს ძალები საქართველოში მუდმივად უნდა იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ ქვეყნის წევრობა მოამზადოს და იყოს შემაკავებელი ძალა", - ნათქვამია სტატიაში.

დევიდ კრამერი და დეიმონ ვილსონი მიიჩნევენ, რომ ნატო-ს მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის დაწესება, ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."