გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვარშავის სამიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს პირისპირ შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას საქართველო - NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."