პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატია

საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კანდიდატია, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ ვარშავის სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ მრავალი წელია "ღია კარის' პოლიტიკას ვატარებთ და ამ კარს ვაღებთ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებისთვის. თავისუფალი და დამოკრატიული ევროკავშირისა და ნატო-ს შექმნის კონცეფცია ჯერ არ დასრულებულა. საქართველო წევრობის კანდიდატია და მისი საკითხი წინ არის წაწეული", - განაცხადა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ.

მისი თქმით, ვარშავის სამიტზე ასევე განიხილება ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი.