ვინ არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტში მთელი წელი ხმა არ ამოუღიათ

ვინ არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტში მთელი წელი ხმა არ ამოუღიათ

საქართველოს პარლამენტში 27 დეპუტატია, რომელსაც პარლამენტში, სასესიო პერიოდში, არცერთი განცხადება არ გაუკეთებია.

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას ასახავს, ასეთი დეპუტატები არიან: ვლადიმერ აჩბა, როლანდ ახალაია, გოდერძი ბუკია, კახა ბუცხრიკიძე, ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი, დავით დარცმელიძე, ზურაბ ზვიადაური, ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა კედელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, თამაზ ყაჭეიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რევაზ შავლოხაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, სერგო ხაბულიანი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე და თამაზ ჯაფარიძე.

2015 წლის სხდომებზე სიტყვით გამოსვლების რაოდენობით პირველ ადგილზეა დეპუტატი ეკა ბესელია (113 გამოსვლა), ხოლო მას მოჰყვებიან ხათუნა გოგორიშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი 112-112 გამოსვლით.

ასევე წაიკითხეთ: პარლამენტარები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობიდან მილიონებს იღებენ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."