საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 5 სექტემბერს გაიმართება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მინისტრის თქმით, ქართულ მხარეს პოზიტიური მოლოდინები აქვს და არასასიამოვნო სიურპრიზებს არ ელოდება.

„უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში მიღებულია. ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება პროცედურულ დეტალებს, რაც თანამიმდევრულად მიმდინარეობს შესაბამის სტრუქტურებში. 5 სექტემბერს იგეგმება კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში. LIBE-ში დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკვე ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩაინიშნება და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური განცდა გვაქვს. ასეთია ჩვენი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებაც და, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ არასასიამოვნო სიურპრიზები ამ კუთხით არ იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."