ოთარ დანელია - მოქმედი მინისტრები ჯერჯერობით იმ სიაში არ არიან, რომელიც გუშინ პრემიერმა გაგვაცნო

ოთარ დანელია - მოქმედი მინისტრები ჯერჯერობით იმ სიაში არ არიან, რომელიც გუშინ პრემიერმა გაგვაცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიაში მოქმედი მინისტრები ჯერჯერობით არ არიან. საუბარია სიაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მმართველ გუნდს გუშინ გააცნო.

"მოქმედი მინისტრები ჯერჯერობით ამ სიაში არ არიან, რომელიც გუშინ გაგვაცნო პრემიერ-მინისტრმა, თუმცა, რა თქმა უნდა, სიასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროდ გახდება ცნობილი და გაკეთდება განცხადება", - განაცხადა დანელიამ.

იგი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"ჩემს დეპუტატობასთან დაკავშირებით, მე ადრეც მითქვამს, რომ მე ვარ გუნდის წევრი მიუხედავად იმისა, რა პოზიცია მექნება, სადაც ჩემი რესურსი იქნება აუცილებელი, მე იქ დავდგები, თუმცა ვფიქრობ, რომ მასმედიამ ცოტა იჩქარა, იმიტომ რომ ეს არ არის შეჯერებული პოზიცია. რა თქმა უნდა, იყო კონსულტაციები, ეს კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამე ეს არ არის საბოლოო მოცემულობა. მე ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."