მამუკა ხაზარაძე - მე დღეს აქ ვდგავარ და მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს

მამუკა ხაზარაძე - მე დღეს აქ ვდგავარ და მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს

გახარებული ვარ, როგორც მოქალაქე, როგორც ამ ქვეყნის შვილი, როდესაც ვნახე ასეთი ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენის შემდეგ განუცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ამ ახალგაზრდებმა დაამთავრეს მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები, იმუშავეს მსოფლიოს სხვადასხვა გამოცდილ ორგანიზაციებში და ისინი დღეს არიან შეკრებილი ერთად იმისთვის, რომ ემსახურონ ჩვენს ქვეყანას.

"სადაც ასეთი გუნდია, მე ვარ იქ. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს, მის ხედვას, მის გუნდს. ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ და გავხადოთ ძლიერი", - განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ გეგმავს პოლიტიკაში წასვლას, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ის პოლიტიკისგან შორს არის და ყოველთვის აკეთებს თავის საქმეს.

"მაგრამ როდესაც ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, იქ ყველა უნდა გამოვიდეს და თავის სათქმელი თქვას. მე დღეს აქ ვდგავარ და მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს", - განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენ გიორგი გვახარიას პოლიტიკაში წასვლას, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ძალიან გაუხარდა გიორგი გვახარიას პოლიტიკაში წასვლა.

"მას აქვს ბიზნესთან ურთიერთობის გამოცდილება. მან ძალიან ბევრი საკითხი დაალაგა სასიკეთოდ და დარწმუნებული ვარ, მისი დეპუტატობა კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს მოუტანს ქვეყანას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."