"ქართული ოცნება" ავთანდილ მარგიანზე - "საგურამოში ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც მიწვეულები არ ყოფილან"

"ქართული ოცნება" ავთანდილ მარგიანზე - "საგურამოში ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც მიწვეულები არ ყოფილან"

საგურამოში, გუშინ "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მიწვეულები არ ყოფილან, - ამის შესახებ ნათქვამია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა მათ შორის, ავთანდილ მარგიანი.

"გუშინ, საგურამოში პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა. პოლიტიკოსებთან ერთად, პარტიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან. აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" და მისი განახლებული შემადგენლობისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ.

მათ შორის, ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა ბატონი ავთანდილ მარგიანი. მის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებიც ცხადია არ შეესაბამება რეალობას და ის ნამდვილად არავითარ კავშირში არ არის "ქართულ ოცნებასთან", როგორც ჩანს ბატონი ავთანდილის განცხადება, უბრალოდ მის სპეციფიურ იუმორთან იყო დაკავშირებული", - ნათქვამია განცხადებაში.

საგურამოში, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებმა შევარდნაძის პერიოდის მთავრობის ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი დააფიქსირეს. მან კამერებთან ლექსიც წაიკითხა, "ქართული ოცნება" კი მოქალაქეთა კავშირში აერია (ნახეთ ვიდეო)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."