იოჰანეს ჰანი - ვიმედოვნებ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება

იოჰანეს ჰანი - ვიმედოვნებ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანის იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება.

ამის შესახებ იოჰანეს ჰანმა ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი" განაცხადა, სადაც მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" მიმდინარეობს.

"საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მისაღებად იყო საჭირო. ეს მოხდა იმ წარმატებული რეფორმების ხარჯზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა. მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი ამ წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა, რომლის კომენტარის ქართულ თარგმანს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."