"ძალადობა და ჩინოსნების მიერ ორგანიზებული მკვლელობები..." - დავით ბაქრაძის პასუხი ყველაზე უხერხულ კითხვებზე

"ძალადობა და ჩინოსნების მიერ ორგანიზებული მკვლელობები..." - დავით ბაქრაძის პასუხი ყველაზე უხერხულ კითხვებზე

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ყოველკვირეულ გადაცემაში "ჩემი კითხვა" ტელემაყურებელთან საჯარო დებატების ფორმატში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე წარსდგა. დავით ბაქრაძეს, სხვა მწვავე კითხვებთან ერთად, ყველა იმ "პოლიტიკურ ცოდვაზე" პასუხის გაცემა მოუწია, რომელიც პარტიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეების უმრავლესობისთვის დღემდე აქტუალურია.

"ძალადობა, მაღალჩინოსნების მიერ ორგანიზებული მკვლებები, ელიტური კორუფცია, ბიზნესის ტერორი, განსხვავებული აზრების დევნა... იგივეს სთავაზობთ მოსახლეობას, თუ უფრო მძიმე რეალობას?" - ნახეთ დავით ბაქრაძის პასუხი ტელემაყურებლის, პაპუნა შუშანიას მიერ დასმულ უხერხულ კითხვებზე.

"შეცდომები, გადაცდომები და დანაშაულები რომ იყო, ამაზე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. შემიძლია თქვენს ეთერში და სხვაგანაც მოურიდებლად გავიმეორო. მაგრამ რაც შეეხება შეფასებას, ქართველებს გვიყვარს გადაჭარბებული შეფასებები: მაგალითად, "ბიზნესის ტერორი" - იყო პრობლემები რომელიც უკავშირდებოდა ცალკეულ ბიზნესმენებს. მაგრამ ტერორის პირობებში ეკონომიკა არ იზრდება წელიწადში 8 და 9 პროცენტით. ბიუჯეტი არ ათმაგდება.

9 წლის განმავლობაში ქვეყანა წავიდა წინ. შეიქმნა პოლიცია და არმია. არ იყო კორუფცია. მოგვარდა გზა და სინათლე. პენსია ავიდა 140 ლარზე. ეს მიუთითებს იმას, რომ სახელმწიფოში წინსვლა იყო. ამის ფონზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ იყო შეცდომა, გადაცდომაც და უფრო მეტიც, იყო დანაშაულიც... ნებისმიერი კონკრეტული დანაშაული, ვის დროსაც არ უნდა იყოს ჩადენილი, დანაშაული უნდა იყოს დასჯილი. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისეთი პროცესი, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს, რომელიც ემსახურება არა კანონის აღსრულებას, არამედ ხელისუფლების პოლიტიკურ ამოცანებს,  ასეთი პროცესი არ იქნება მომავალში. ვინც ელოდება ამ ხელისუფლებისგან კანონის აღსრულებას, მე მინდა ვუთხრა მათ, ისინი გამოიყენა ხელისუფლებამ საკუთარი მიზნებისთვის"- დასძინა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."