როგორ გამოიყურება ალასანიას პარტიის საარჩევნო სიის ოცეული

როგორ გამოიყურება ალასანიას პარტიის საარჩევნო სიის ოცეული

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ პარტიის საარჩევნო სიის ოცეული დაასახელა. პირველი ოცეულის შემადგენლობა ასეთია: ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, შალვა შავგულიძე, თამარ კეკენაძე, ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, თამარ ამაშუკელი, დავით ონოფრიშვილი, თამაზ შიოშვილი, ვახტანგ მჭედლიძე, თამარ კობერიძე, თეიმურაზ სალუქვაძე, ბენიამინ კასიმოვი, კოკა ფრუიძე, მიხეილ ავაქიანი, თინათინ რევაზაშვილი.

ირაკლი ალასანიას თქმით, აღნიშნული ადამიანები "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ლოკომოტივი იქნება 2016 წლის არჩევნებისთვის.

"ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ისტორიული სიტყვა ვთქვათ. "თავისუფალი დემოკრატები" პირველად გავდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე", - განაცხადა ალასანიამ.

დღეს, სპორტის სასახლეში "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."