ფეთჰულა გიულენი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს

ფეთჰულა გიულენი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტი და საზოგადო მოღვაწე ფეთჰულა გიულენი თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს. გიულენის განმარტებით, თუ მას აღნიშნული მოვლენების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დაამტკიცოს სახელმწიფო გადატრიალებაში მისი თანამონაწილეობა.

"საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერ შედეგს დავეთანხმები, თუნდაც ეს ტყუილი იყოს, ან ფულის საშუალებით მოსყიდული. ნებისმიერი შედეგი მისაღები იქნება. მხოლოდ ვითხოვ, გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს", - განაცხადა ფეთჰულა გიულენმა მედიასთან საუბარში.

თურქეთის პირველი პირი სამხედრო გადატრიალებაში სწორედ გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ოფიციალურ ვაშინგტონს მის ექსტრადიციას სთხოვს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."