პაატა ბურჭულაძის მოძრაობა მოსახლეობას მიმართავს, მათი სახელით მისულ პირებს თანხა არ მისცენ

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა მოსახლეობას მიმართავს, მათი სახელით მისულ პირებს თანხა არ მისცენ

ჩვენი მოძრაობის სახელით მოსულ არც ერთ პირს არანაირი ოდენობის თანხა არ მისცეთ, - ამის შესახებ მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის” განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ”პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელით უცნობი პირები მოქალაქეებთან სახლში მიდიან და პარტიული შემოწირულობის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხას ითხოვენ.

”პარალელურად გარკვეული პირები, რომელთა ვინაობა ასევე უცნობია ჩვენთვის, აზრის გამოკითხვის საბაბით მოქალაქეებთან აწარმოებენ გასაუბრებას პოლიტიკურ თემებზე, რა დროსაც ახდენენ ჩვენი მოძრაობის რეპუტაციის შელახვას არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სატელიტები.

გვსურს ჩვენს თანამოქალაქეებს მოგიწოდოთ: არ შეხვიდეთ შეცდომაში და ჩვენი მოძრაობის სახელით მოსულ არც ერთ პირს არ მისცეთ არანაირი ოდენობის თანხა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, აქაც ისევე როგორ პირველ შემთხვევაშიც, საქმე გაქვს პარტიის რეპუტაციის შელახვასთან. ამ კამპანიის ორგანიზებული ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაინტერესებული სახელისუფლებო ჯგუფის მიზანმიმართულ შავ პიართან, რომელიც ძველი და გაცვეთილი მეთოდებით აწარმოებს ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლას.

კატეგორიულად ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და გამოიძიონ ეს შემთხვევები. კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას - არ აჰყვეს პროვოკაციას. ჩვენი აქტივისტები თქვენთან აუცილებლად მოვლენ მხოლოდ თქვენი პრობლემების მოსასმენად, საქართველოს განვითარების ჩვენს მიერ შემუშავებულ გეგმაზე სასაუბროდ და ცესკო-ში პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შესაგროვებლად”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."