ქუთაისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი იქნება

ქუთაისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი იქნება

იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის განცხადებით, ქუთაისში "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობის სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი.

მისივე განმარტებით, ესენი იქნებიან: გენადი მარგველაშვილი, კობა ნარჩემაშვილი და დიმიტრი მხეიძე.

რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, მისი თქმით: "ჭიათურასა და ხარაგაულში კანდიდატებად ეყოლებათ მოქმედი გამგებლები. რაც შეეხება სამტრედიას, იქ იქნება გიორგი მიქელაძე, ვანი-ხონში - გიორგი ლილუაშვილი, ტყიბული-თერჯოლაში ელგუჯა გოცირიძე, ზესტაფონში კი - შალვა კიკნაველიძე".

"საჩხერეში ჯერჯერობით არ ვიცი და ვერ გეტყვით," - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."