"კობა ნარჩემაშვილი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში"

"კობა ნარჩემაშვილი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში"

ბატონი კობა (ნარჩემაშვილი), პირადად ჩემთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ მიიღო , - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, კობა ნარჩემაშვილის წარდგენისას განაცხადა.

ნარჩემაშვილი "ქართული ოცნების" სახელით ქუთაისის #49-ე ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

"კობა ნარჩემაშვილი - მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ცნობილი მოვლენების დროს. ბატონი კობა, პირადად ჩემთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. იგი გახლავთ სამართალმცოდნეობის მაგისტრი და ეკონომიკის მაგისტრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."