რა კავშირი აქვს გიული ალასანიას თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ფეთჰულა გიულენთან?

რა კავშირი აქვს გიული ალასანიას თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ფეთჰულა გიულენთან?

"საქართველოში ფეთჰულა გიულენი ფლობს საგანმანათლებლო ქსელს და მისი პარტნიორია გიული ალასანია", - ამის შესახებ "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" თურქეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

"გიულენმა საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების ქსელი შექმნა. ასევე, თურქეთში ის მედიაჰოლდინგებს ფლობს. რამდენიმე მედიაჰოლდინგი ერდორანმა დაუხურა. გიულენის საიტზე რომ შეხვიდეთ, ის თავის თავს ეძახის ისლამის მქადაგებელს. მქადაგებელი და მილიარდელი რაღაც თავსებადი ცნება არ არის. თუ ადამიანი რომელიმე რელიგიის მქადაგებელია, ის თავის თავს მთლიანად ამ საქმეს უძღვნის და მილიარდების დასაგროვებლად დრო არ აქვს. სხვათა შორის გიულენი ისლამის ახალი მიმდინარეობის ფუძემდებელია, თავის ინტერპრეტაციას სთავაზობს მრევლს, ჩემი შეხედულებით უფრო რადიკალურს და ამ დროს ის მთელ საგანმანათლებლო ქსელს საქართველოში, მართლმადიდებლების ქვეყანაში ფლობს. 18 დაწესებულება აქვს ასეთი შექმნილი აქ, მათ შორის ექს-პრეზიდენტის დედასთან ერთად. გიულენმა შექმნა კომპანია "ჩაღლარი" და მეორეს მხრივს ამ კომპანიის პარტნიორი არის გიული ალასანია, შემდეგ მათ ერთობლივად შექმნეს შავი ზღვის უნივერსიტეტი", - ამბობს ჯონდი ბაღათურია.

იხილეთ ვიდეო

როგორც ცნობილია, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში თურქულმა ხელისუფლებამ აშშ-ში ემიგრაციაში მყოვი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა.

ამასთან, ბათუმში თურქეთის კონსულმა ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ტერორისტული ორგანიზაციების სასწავლო დაწესებულებად მოიხსენია და ქართველებს მოუწოდა, შვილები არ გაუშვან ამ ტიპის სკოლებში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."