დაიძაბება თუ არა NATO-ს ორ წევრ ქვეყანას - თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა

დაიძაბება თუ არა NATO-ს ორ წევრ ქვეყანას - თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ვითარება კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით 6000-მდე ადამიანია დაკავებული, თუმცა სპეცოპერაციები კვლავაც გრძელდება.

სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია გენერალი ბექირ ერჯან ვანი, რომელიც ავიაბაზა "ინჯირლიკს" მეთაურობდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განაცხადებით, "ინჯირლიკის" ბაზაზე რამდენიმე სამხედრო პირია დაკავებული. აღნიშნულ ავიაბაზას აშშ და მოკავშირეები სირიასა და ერაყში ავიადარტყმების განსახორციელებლად იყენებენ.

"ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ და ამერიკის ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზამ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

"მოსამართლეების ერთი-მესამედი დაკავებულია, ჯერჯერობით უცნობია დაკავების საფუძველი, გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გრძელდება წნეხი ამერიკელ სამხედროებზე, თურქეთის მთავრობა მათ საშუალებას არ აძლევს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია ჩაატარონ. წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."