გიორგი მარგველაშვილი - შესაძლოა, შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ

გიორგი მარგველაშვილი - შესაძლოა, შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონურ გამოცემა „ვიბორჩას“ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ესაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვარშავის სამიტზე მიღწეული შეთანხმებით, საქართველო მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვასთან დაკავშირებულ განხილვებში.

„გავზრდით თავდაცვით შესაძლებლობებს, განვახორციელებთ საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო ძალების მოდერნიზაციას და, ასევე, უზრუნველვყოფთ კიბერთავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვას“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, კვლავ ძალაშია.

„დაპირება კვლავ ძალაშია. ჩვენი გაწევრიანების ვალდებულებები პროცესშია. ვახორციელებთ რეფორმებს, ვზრდით თავდაცვით შესაძლებლობებს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ვახდენთ. მიმაჩნია, რომ აქ საქართველო ხუთოსანია. ვმონაწილეობთ ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო მისიებში ავღანეთში, კოსოვოში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირშიც. გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება, ძალაში შევიდა ხელშეკრულება თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე. ამჟამად საუბარი მიდის ვიზების გაუქმებაზე. ევროპა აფასებს ჩვენს მიერ გაწეულ მძიმე შრომას. შესაძლოა, რომ უკვე ამ შემოდგომას საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი ვარშავის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„შავი ზღვა ევროპული ზღვა უნდა იყოს, სადაც მშვიდობიანი თანამშრომლობის საერთაშორისო პრინციპები მოქმედებს. საქართველოს პორტებით ათობით აზიური ქვეყანა სარგებლობს, რომელებიც ევროპაში საქონლის ექსპორტს ახორციელებენ. ეს არ შეიძლება იყოს სამხედრო დაპირისპირების ზღვა, რასაც ის დღეს წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."