გიორგი კვირიკაშვილი - თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა

გიორგი კვირიკაშვილი - თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს იყო "უპრეცედენტოდ წარმატებული ვიზიტი", რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა ხუთ შეთანხმებას.

"ჩვენ გამოვხატეთ მხარდაჭერა თურქეთში დემოკრატიისადმი და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი. შედეგები, რომლითაც ჩვენ ჩამოვედით, არის მართლაც სასიხარულო და მისასალმებელი. 5 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და დეკლარაციას, რომლითაც სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი საბჭო დავაფუძნეთ. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი რთული თემები, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების გახსნა და იმ პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოება, რომელიც შეიძლება, საქართველოდან თურქეთის ბაზარზე შევიდეს. ეს არის ძალიან დიდი რამ საქართველოში წარმოებისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიხსნება კიდევ ახალი მოლაპარაკება ქართული პროდუქციის თურქულ ბაზარზე შეტანისათვის. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართველი პრობაციონერები პრობაციას გაივლიან საქართველოში და პირიქით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი შეთანხმება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."