ნოდარ ხადური იგორ გიორგაძის დაბრუნებაზე - საიდან მოგდით ასეთი იდეები?

ნოდარ ხადური იგორ გიორგაძის დაბრუნებაზე - საიდან მოგდით ასეთი იდეები?

საქართველოს პროკურატურა იგორ გიორგაძის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას აგრძელებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პროკურატურამ განცხადება გააკეთა და ის აგრძელებს მის მიმართ სისხლის სამართლის დევნას“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ჟურნალისტების მიერ იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნებაზე და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ დასმულ შეკითხვას ხადურმა უპასუხა: „საიდან მოგდით ასეთი იდეები?“

საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად იგორ გიორაძემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ინტერპოლის სამდივნომ მისი საქმის განხილვის შემდეგ მიიღო.

თავის მხრივ საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა აღდგეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, წინა შემთხვევების მსგავსად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."