არსებული ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი მცხეთაში მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს

არსებული ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი მცხეთაში მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი მცხეთაში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. მას საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.

ცეზარ ჩოჩელმა 1991 წელს ჩამოაყალიბა ფირმა "ლომისი" და 2002 წლამდე დირექტორის თანამდებობა ეკავა. ცეზარ ჩოჩელი იყო ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალგორის რაიონის გამგებელი.

2003-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ახალგორის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 2008-2012 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

2012 წლის 24 ნოემბერს გადადგა გუბერნატორის თანამდებობიდან. მას შემდეგ არის "ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს

"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პარტია შექმნეს