გია ვოლსკი - პაპუაშვილის განცხადებები მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს

გია ვოლსკი - პაპუაშვილის განცხადებები მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს

პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეებზე ზეწოლის ნიშნებიც კი არ არსებობს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე განმარტებით, ვალდებულებაც კი აქვს პაპუაშვილს, რომ თუკი კონკრეტული დეტალები და ფაქტები იცის, საგამოძიებო ორგანოებში წარმადგინოს.

„ეს სერიოზული საკითხია იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება გვეგონოს... დამაფიქრებელი და საგანგაშოა მისი განცხადებები“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების თვალთვლასა და დაშანტაჟებაზე საუბრობს.

პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."