რა ბედი ელის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას - დავით სერგეენკოს კომენტარი

რა ბედი ელის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას - დავით სერგეენკოს კომენტარი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ "ექსპო ჯორჯიაში" განუცხადა, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა ღონისძიება სახელწოდებით "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება" გამართეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, დღეს არის საშუალება, რომ სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები ერთიანად შეფასდეს ისეთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი.

"მათ აქვთ ძალიან ნათელი, აღქმადი გზავნილები, რომლებიც არის ორი მიმართულებით. პირველი, რომ რეფორმა სწორია და მიმართულება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას აქვს აღებული, სწორია. ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რჩება გამოწვევები, რომელზეც ჩვენ გვექნება ძალიან დეტალური განხილვა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე.

"რეფორმების ცვლილებები მიმართული იქნება იქითკენ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკა, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს. ეს გამოიხატება ორი მიმართულებით: პირველი - განახლება მოხდება კერძო დაზღვეულებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეების ბაზების, რაც მნიშვნელოვან თანხებს გამოათავისუფლებს და მიმართული იქნება მთავარი გამოწვევისკენ როგორიცაა ის მედიკამენტები, რომელიც პაციენტმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სვას ქრონიკული დაავადებების გამო. რაც შეეხება სტაციონარულ კომპონენტს, როდესაც პაციენტი მკურნალობს, მას რა თქმა უნდა, მედიკამენტებს აუნაზღაურებს სახელმწიფო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ღონისძიებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება დაესწრო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული სერვისების არეალი, შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი, გაიზარდა ამბულატორიული ვიზიტები ერთ სულზე და სხვა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული სერვისების არიალი: 2012 წელს 41% იყო , 2015 წელს - 95%, შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი: 2012 წელს - 65% იყო, 2014- 57%.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."