"მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება პრობლემა საერთოდ არ არის" - უსუფაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა

"მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება პრობლემა საერთოდ არ არის" - უსუფაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა. ამის შესახებ უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

"პირადად მე და "რესპუბლიკური პარტიის" უმრავლესობა ვთვლით, რომ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უბრალოდ არ არსებობს. ვერაფრით ჩამოყალიბდა ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოევლოს ამ საქმეს. ჩემი აზრით, წამალდამოკიდებულება იმ დონეზე, რომ ადამიანები წავიდნენ ბევრ უბედურებაზე, ეს არის პრობლემა, რომელსაც უნდა მოვუაროთ. მეორე, მაგალითად, ე.წ. მსუბუქი ნაროტიკის თუ მარიხუანას მოხმარება ჩემი აზრით, პრობლემა საერთოდ არ არის. ამიტომ ის რაც პრობლემა არ არის, ის რაც არის ადამიანის არჩევანი და რომელიც არ ვნებს არც მის ჯანმრთელობას და არც მის ოჯახს, იმას ან სისხლისსამართლებრივად რატომ უნდა ვებრძოლო, ან საერთოდ სამართლებრივად რატომ უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ და მე, დათო უსუფაშვილი ვარ დეკრიმინალიზაციის მოხმრე ნარკოტიკის მომხმარებელთან დაკავშირებით. არ ვარ მომხრე ასე დატოვების, რომ დეკრიმინალიზაცია მოხდა და მორჩა, ანუ დავიბანეთ ხელი და ეს უკვე კერძო პრობლემების რიგში გადავიტანოთ. ამის მომხრე არ ვარ. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი პარლამენტის უმრავლესობა დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეა. ამიტომ პარლამენტში შემოტანილი კანონის წინ წაწევა შეუძლებელი გახდა. რატომ არიან წინაარდგები? იმიტომ, რომ მათზე გავლენას ახდეს ამ საკითხში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ხედვა და ეს არის გადამწყვეტი გავლენის მომხდენი ხოლმე",- ამბობს უსუფაშვილი.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."