"4 წელია ენაგადმოგდებული დავრბივართ ევროპასა და ამერიკაში და აქ ვიღაცეები ამბობენ, რომ ეს უაზრობაა" - ვის საყვედურობს უსუფაშვილი

"4 წელია ენაგადმოგდებული დავრბივართ ევროპასა და ამერიკაში და აქ ვიღაცეები ამბობენ, რომ ეს უაზრობაა" - ვის საყვედურობს უსუფაშვილი

"ჩვენ არ ვართ პარტია, რომელიც მზეჭაბუკს გაყვება ხოლმე, შეიქმნება და წაიღებს ხმების 77 %-ს იმისთვის, რომ შემდეგ 4 წელიწადში ნულამდე ჩამოვიდეს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ჩემი კითხვის" მაყურებლის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

უსუფაშვილმა გაიხსენა ყველა კოალიცია და ბლოკი, რომელშიც "რესპუბლიკური პარტია" იყო გაწევრიანებული და განაცხადა, რომ "რესპუბლიკური პარტიები" თავად მიდიოდნენ ყოველთვის

მათთან და არა პირიქით.

მან ასევე განმარტება გააკეთა "რესპუბლიკური პარტიის" კოალიციიდან წამოსვლასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო

"რატომ დავტოვეთ კოალიცია? 2003 წლის თებერვალში სააკაშვილმა რაც გვითხრა, პარტია აღარ მინდა და ინდივიდუალურად გვემსახურეთო, ახალ 4 წლის თავზე ბრძანა "ქართულმა ოცნებამ", რომ "რესპუბლიკური პარტია" პოლიტიკურ პარტნიორად ვერ წარმომიდგენია და ინდივიდუალურად ვიღაცეები მომწონხართო. "რესპუბლიკურ პარტიას" გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა. სანამ ამის კეთება ვინმესთნ ერთად შეგვიძლია, ვაკეთებთ, როდესაც ეს ვინმესთან ერთად შეუძლებელია, ცალკე ვცდილობთ. კი, დაგროვდა პრობლემები. 2016 წლის გაზაფხულის მდგომარეობით გაგვიჩნდა კითხვები, რომ გავერკვეთ ამ გზას მივყვებით, თუ - ამ გზას. 4 წელია ენაგადმოგდებული დავრბივართ ევროპაში, ამერიკაში ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასაჩქარებლად, ნატოში ინტეგრაციას ვცდილობთ და აქეთ ვიღაცეები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უაზრობაა, ნატოს თავი უნდა დავანებოთ, რუსეთს სხვანაირად დაველაპარაკოთ და ასე შემდეგ. მოდი გავერკვეთ...", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."