პრეზიდენტი სპორტსმენებს - თქვენ მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გააბედნიერებს

პრეზიდენტი სპორტსმენებს - თქვენ მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გააბედნიერებს

საქართველო უნიკალურია თუნდაც იმით, თუ რა მიღწევები გააჩნია ჩვენს ქვეყანას სპორტის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის ოლიმპიურ პარკში განაცხადა, სადაც ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დელეგაციას წარმატება და გამარჯვება უსურვა.

"მიხარია, რომ აქ ვარ თქვენთან ერთად და გაცილებთ მომავალი გამარჯვებებისკენ. მინდა უკვე მადლობა გითხრათ იმიტომ, რომ თქვენ თქვენი შთამბეჭდავი მოღვაწეობით საქართველოს სახელი მნიშვნელოვნად წინ წასწიეთ. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ათობით ექიმს, მწვრთნელს, ადმინისტრაციულ პერსონას, ვინც იდგა და დგას თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად იასპარეზებს რადაგან ჩვენ იქ გავდივარ, როგორც ერთი ქვეყანა, ერთი გუნდი, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გამარჯვებისკენ მოვუწოდებთ და ვეხმარებით. საქართველო უნიკალურია თუნდაც იმით, რომ რა მიღწევებიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, თუნდაც სპორტის მიმართულებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კვადრატულ მეტრზე რომ გადაიანგარიშო მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა ვართ იმიტომ, რომ შევძელით და ასეთ განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწიეთ. თქვენ ზურგს გიმაგრებენ ის ოლიმპიელები, რომლებმაც საქართველოს სახელი ოქროს ასოებით ჩაწერეს და მსოფლიოში წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს დელეგაციას სულიერი მხნეობა, წარმატება და გამარჯვება კიდევ ერთხელ უსურვა.

"დღეს იბრძვის ორი მსოფლიო. ერთია ის ბოროტება, რომელიც ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ, როდესაც ასე დამალულად, ფარულად, ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს. ამის საპირისპირო რეალურად ყველაზე მეტად ხართ თქვენ - ადამიანები, რომლებიც ძალით, შემართებით, უნარით, ღიად და ჭეშმარიტად ასპარეზობთ. კეთილ ნებას, სპორტულ წარმატებას და შეჯიბრებას აჩვენებთ მთელ მსოფლიოს. მთელი მსოფლიო შემოგხედავთ თქვენ და მთელი მსოფლიო გაიგებს საქართველოს ჰიმნს, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ გამარჯვებები და გითხრათ, რომ მე თქვენთან ერთად ვიქნები. მთელი საქართველო იქნება თქვენ გვერდით. იცოდეთ, რომ გიყურებთ, თქვენი იმედი გვაქვს. თქვენ მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი იცოდეთ, რომ მილიონობით ქართველის გულს გაახარებს, გააბედნიერებს", - განაცხადა მარგველაშვილმა და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."