მანანა კობახიძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს ალკოჰოლის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული

მანანა კობახიძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს ალკოჰოლის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული

პარლამენტის ვიცე სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს ბრიფინგის დროს ალკოჰოლის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრებზე, ისევე როგორც მოსამართლეებზე, ზეწოლის მცდელობა იყო.

"დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი, რაც ვიფიქრე ის იყო, რომ პრეზიდენტს ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."