"მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის და დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი მსხვერპლი" - რა პრეტენზია აქვს თინა ხიდაშელს პროკურატურასთან

"მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის და დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი მსხვერპლი" - რა პრეტენზია აქვს თინა ხიდაშელს პროკურატურასთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი პროკურატურას რამდენიმე კითხვით მიმართავს. მათ შორის, როგორც თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რატომ ფორმდება საპროცესო შეთანხმება ადამიანებთან, რომლებიც მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში მონაწილეობდნენ.

"მე მოთმინებით ველოდები გამოძიების დამთავრებას იმიტომ, რომ მეც ვიყავი ამ ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი მსხვერპლი. ველოდები პასუხს პროკურატურისგან. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს იმ ადამიანებს, ვინც პირველ ეტაპზე დააკავეს, საპროცესო გარიგებით უშვებენ. მე სწორედ ამასთან დაკავშირებით დავუსვი რამდენიმე შეკითხვა პროკურატურას. არ შეიძლება როდესაც საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესია, ის არ დაკმაყოფილდეს და არ ვიცოდეთ, რატომ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ ადამიანებთან. ასეთ დროს ერთადერთი პასუხი არის ის, რომ ისინი აძლევენ პროკურატურას ჩვენებას იმაზე უფრო მაღალი სიკეთის დასაცავად, რის გამოც თვითონ არიან პასუხისგებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მათი მხრიდან საფრთხე ნეიტრალიზებულია თუ არა. ერთხელ თუ ჰქონდათ მათ წვდომა, შესაძლებელია ხვალ და ზეგ ისევ იყვნენ ისინი საფრთხის მატარებელნი. აქ ძალიან ბევრი კითხვაა. მე არ ვიცი, გიორგი პაპუაშვილი ზუსტად რაზე საუბრობდა, თუმცა იმ ინფორმაციიდან, რაც მედიაში იყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმავე ხაზის გაგრძელებაა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია.

“პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას მოთმინებით ველოდები, ერთის მხრივ იმ მუქარებზე, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვისმენდით ხან ვიდეო გრაფიკის სახით და ხან სხვა ფორმით, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ვიდეომასალაზე, რომელიც გავრცელდა. ჩემი აზრით, ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ პროცესი დასრულებული არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროცესის დასრულებას მოუთმენლად ველოდები, თუმცა წარმოუდგენლად მეჩვენება, ვიდრე პროცესი დასრულებლი არ არის, ბოლო წერტილი დასმული არ არის, სანამ ყველა დაკავებული არ არის და უზრუნველყოფილი არ არის ის, რომ ქვეყანაში ვიდეოფირების ტერორიზმი დამთავრდეს, ამ ადამიანთან რაიმე ტიპის საპროცესო გარიგებებზე საუბარი, თუკი მათ რაიმე ისეთი ღირებული ინფორმაცია არ მიაწოდეს პროკურატურას, რაც ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს. თუ ეს ასეა, საკითხისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, ვიცოდეთ, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება, თუ ასეთი რამ ხდება, საპროცესო შეთახმების გაფორმება ადამიანებთან, ვისზეც გუშინ ითქვა, რომ ძალიან მაღალ საფრთეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის და დღეს არ ვიცით, ეს საფრთხე როგორ არის ნეიტრალიზებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."