პრემიერმა ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძე, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში კი თემურ ჭკუასელი დაასახელა

პრემიერმა ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძე, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში კი თემურ ჭკუასელი დაასახელა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვლმა ოზურგეთში ”ქართული ოცნების" კანდიდატები წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატად შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ხოლო ლანჩხუთსა და ჩოხატაურში თემურ ჭკუასელი დაასახელა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დასახელებულ კანდიდატებზე დიდ იმედებს ამყარებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, ხაზი გაუსვა გურულების იუმორს, მათ ინტერესს პოლიტიკის მიმართ და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში გურიის ინტერნეტიზაცია განხორციელდება.

კანდიდატების წარდგენამდე ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონცერტი გაიმართა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."