გიორგი პაპუაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა

გიორგი პაპუაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მივიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერი მზად არის, მოუსმინოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრით დღის წესრიგიდან არ იხსნება გიორგი პაპუაშვილის თანამშრომლობის აუცილებლობა პროკურატურასთან, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

პრემიერის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოზიტიურ როლს არ ასრულებს სასამართლოს იმიჯისა და ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ინსტიტუციების დისკრედიტაცია და ყველა ადამიანს, თანამდებობის მიუხედავად, ინსტიტუციების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

"პროკურატურა არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ექვემდებარება. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მეთაური ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სურვილს შეხვედრის შესახებ და მის მოსასმენად მზად არის", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."