კახა კალაძე დანაშაულს აღიარებს: "ფრაზა - ქალები ჭორაობენ... წამომცდა"

კახა კალაძე დანაშაულს აღიარებს: "ფრაზა - ქალები ჭორაობენ... წამომცდა"

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქალებთან დაკავშირებით მის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ქალბატონების ჭორაობის შესახებ" მისი ფრაზა "უნებურად" და "მექანიკურად" თქვა.

"ვაპირებდი რეგიონებიდან თბილისში დაბრუნებისთანავე გამეკეთებინა განმარტება ჩემს უნებურ, მექანიკურ ფრაზაზე ქალბატონების ჭორაობის შესახებ, რომელიც ცილისწამებაზე კომენტირებისას ვთქვი… მე ჯერაც გაბრაზებული და გაკვირვებული ვარ, იმ არაკორექტული და მიკერძოებული განცხადების გამო, პლუს გაბრაზებული და გულდაწყვეტილი, რომ წამომცდა ის, რასაც არც ვფიქრობ, არც განვიცდი და არ არის ჩემი მსოფლმხედველობის ნაწილი.

გულწრფელად გეტყვით, იმდენად გამჯდარია მეტყველებაში ფრაზა - ქალები ჭორაობენ, რომ სხვა რამეზე კონცენტრირებულს წამომცდა. ვაღიარებ დანაშაულს!!!

ყოველთვის ქალების, გენდერული თანასწორობის დამცველი ვიყავი, ნეტავ სხვა რეალური პრობლემები არ იყოს ჩვენს ქვეყანაში ქალებთან დაკავშირებით და მხოლოდ პოლიტიკოსების და საჯარო პირების არაკორექტულად ან უნებურად ნათქვამი ხდებოდეს მსჯელობის ან კრიტიკის საგანი! იმედია ეს დროც მალე მოვა. მე არც აქამდე ვაკლებდი ქალების უფლებების დაცვას ძალისხმევას და არც მომავალში ვიქნები პასიური ამ თემასთან მიმართებაში", - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ვიცე-პრემიერმა ორი დღის წინ ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდენტის განცხადებები "ქალების ჭორაობას" შეადარა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."