მიმართა თუ არა თინა ხიდაშელმა პრემიერს გადადგომის შესახებ განცხადებით - თავდაცვის სამინისტროს კომენტარი

მიმართა თუ არა თინა ხიდაშელმა პრემიერს გადადგომის შესახებ განცხადებით - თავდაცვის სამინისტროს კომენტარი

თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.

"გადადგომის შესახებ განცხადება თინა ხიდაშელს არ დაუწერია", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერს 1-ელი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."