გიორგი პაპუაშვილი - სიტყვიერი გარანტიები არსებობს, მაგრამ, როგორც იტყვიან, "საქმემან შენმან გამოგაჩინოს"

გიორგი პაპუაშვილი - სიტყვიერი გარანტიები არსებობს, მაგრამ, როგორც იტყვიან, "საქმემან შენმან გამოგაჩინოს"

"სიტყვიერი გარანტიები არსებობს, მაგრამ, როგორც იტყვიან, "საქმემან შენმან გამოგაჩინოს", - ამის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერიდან დაწყებული ყველა პირობას დებს, რომ "ამაზე ობიექტური პროკურატურა არ არსებობს და გამოძიება ჩატარდება".

"ადრინდელ მიმართვებზე რეაგირება არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები არის ამ საქმის გამოძიებასთან მიმართებაში. პრემიერიდან დაწყებული ყველა პირობას დებს, რომ ამაზე ობიექტური პროკურატურა არ არსებობს და გამოძიება ჩატარდება. თუ გამოძიება არ ჩატარდა, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ. სიტყვიერი გარანტიები არსებობს, თუმცა, როგორც იტყვიან, "საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ირაკლი შოთაძესთან შეხვედრამდე გიორგი პაპუაშვილს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მოუსმინეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."