შვილმკვდარი დედის კითხვა დავით სერგეენკოს - "თუ შეიძლება, გამეცით პასუხი..."

შვილმკვდარი დედის კითხვა დავით სერგეენკოს - "თუ შეიძლება, გამეცით პასუხი..."

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" ჩართვისას, სადაც სტუმრად ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, ერთ-ერთმა მაყურებელმა ეკა კაკიშვილმა იაშვილის კლინიკაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ქალბატონმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ლეიკემიით ბავშვი გარდაიცვალა, კონკრეტული ფაქტები მოიყვანა, როდესაც კლინიკის მედპერსონალი პაციენტის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას იჩენდა და დაინტერესდა იყო თუ არა ამ ყველაფრის საქმის კურსში ჯანდაცვის მინისტრი.

ეკა კაკიშვილი:

2015 წლის ნოემბერში იაშვილის კლინიკაში 12 წლის ჩვილი გარდამეცვალა. მე თქვენ განცხადებებით მოგმართეთ და თუ გაეცანით განცხადებებს? გეტყვით მოკლე შინაარსს, თუ რა დაემართა ჩემს შვილს. მას ლეიკემია ჰქონდა. ის განიკურნა, მაგრამ ქიმიის წინ მას ანალიზი არ გაუკეთდა. როგორც ჩანს ბავშვი დაბალი ანალიზის გამო დაიწვა. ამას თვითონ კლინიკაში არ აღიარებენ. ამას გარდა, ჩვენს იქ ყოფნაში 7 თვის და 17 დღის მანძილზე 11 ბავშვი გარდაიცვალა და მას შემდეგ კიდევ რამოდენიმე ბავშვი. რატომ არ მოჰყვება ამ ყველაფერს რეაქცია? ჩემს ბავშვს ქიმიის შემდეგ მუცლის ტკივილი დაეწყო, თვალში სისხლჩაქცევები ჰქონდა და ამ დროს ექიმი მარტო დიმედროლ-ანალგინს უკეთებდა. ერთ ღამეს ბავშვს ტუჩები გაულურჯდა, არ ჰქონდა ჟანგბადი და მე მეუბნებოდნენ, რომ ჰქონდა დაბალი წნევები. როდესაც ანალიზები გაუკეთეს მითხრეს, რომ ბავშვს ტრომბოპენია ჰქონდა, მაგრამ იმ ღამეს რეანიმაციაში არ აიყვანეს. ბავშვი ისე დასივდა მორიგე ექიმები ვერ ცნობდნენ ბიჭი იყო თუ გოგო. თუ შეიძლება გამეცით პასუხი, თუ იცით იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილებაში რა ხდება?

დავით სერგეენკო:

ცალსახად გიდასტურებთ, რომ საქმის კურსში ვარ ამ შემთხვევის შესახებ. როდესაც თქვენი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მეორადი სოკოვანი გართულება დაემართა ჩემი დავალებით დაიწყო რეგულირების სააგენტომ ამ შემთხვევის შესწავლა. მე არ მაქვს უფლება რომ მოვიყვანო სტატისტიკა. ეს თქვენს შვილს შეეხება და შემიძლია ორი პასუხი გაგცეთ ამასთან დაკავშირებთ - პირველ რიგში, გამოვთქვა მწუხარება და ასევე გიდასტურებთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ სამქის კურსში ვართ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ საქმის შესწავლას. ჩართული გვყავს ადგილობრივი სპეციალისტები და ასევე საზღვარგარეთიდან სერიოზული ავტორიტეტები ამ სპეციალობაში. სამინისტროს ღისრების საკითხია, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ბოლომდე ობიექტურად იყოს გამოკვლეული

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."