თბილისის მერიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა

თბილისის მერიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა

თბილისის მერიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განუცხადა, თბილისის მერიის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი; ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე კი წარდგენილია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურა.

ასევე, მერის მეორე მოადგილის პოსტზე წარდგენილია იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილი. თუ ვინ იქნება იურიდიული სამსახურის უფროსი ჯერჯერობით უცნობია.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი დასახელებულია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი უკლება.

აბესაძის თქმით, თბილისის საკრებულო მომავალ კვირას აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხს ჯერ კომისიებში, ხოლო შემდეგ საკრებულოს სხდომაზე განიხილავს.

ვაკანტური რჩება არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."