"იმდენი მყავს ნაწამები და მოკლული, ერთი შეხედვით მივხვდები, რას წარმოადგენო..." - რას ყვება ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც კადიროვის რეჟიმს საქართველოში გამოექცა

"იმდენი მყავს ნაწამები და მოკლული, ერთი შეხედვით მივხვდები, რას წარმოადგენო..." - რას ყვება ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც კადიროვის რეჟიმს საქართველოში გამოექცა

ჩეჩენი ტუმსო აბდურაჰმანოვი რამდენიმე თვის წინ ოჯახთან ერთად სამშობლოდან გამოიქცა და საქართველოს შეაფარა თავი. აბდურაჰმანოვს ემიგრაციამდე გროზნოში კომპანია Электросвязи Чеченской Республикис-ს გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გათავაზობთ:

- მანქანა გავაჩერე, ჩემ წინ და ჩემ უკან "ტოიოტა კამრის" მარკის შავი მანქანები გაჩერდნენ, იქიდან შავფორმიანი შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ, ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, პატარა ხელჩანთა და ისლამ კადიროვთან მიმიყვანეს, რომელიც მანქანაში იჯდა. წვერს რატომ ატარებო, მკითხა კადიროვმა. ვუპასუხე, წვერი ჩემი რელიგიის ნაწილია-მეთქი. რამდენიმე რელიგიური შინაარსის შეკითხვა დამისვა, რაზეც ვერაფერი ვუპასუხე, მაშინ მკითხა, იცი თუ არა, რომ რესპუბლიკაში წვერის ტარება აკრძალულიაო? არ ვიცი-მეთქი. ისლამმა ჩემი ტელეფონი დაათვალიერა, იპოვა კრიტიკული, სატირული შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეორგოლები, რომლებიც ეხებოდა ჩეჩნეთის ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს.

იხილეთ ინტერვიუს ვიდეოფრაგმენტი

- შემდეგ რა მოხდა?

- გროზნოს სამთავრობო კომპლექსში მიმიყვანეს, რომლის ახლოს ორსართულიანი კოტეჯი იდგა. როგორც მივხვდი, ეს იყო ისლამ კადიროვის სამსახურებრივი აპარტამენტი. შიგნით რომ შემიყვანეს, ისლამ კადიროვი თავის გარემოცვასთან ერთად სამზარეულოში სადილობდა. მითხრა, "იმდენი მყავს გატაცებული, ნაწამები და მოკლული, რომ შემიძლია ერთი შეხედვით მივხვდე, რას წარმოადგენო". მკითხა, - ისლამის რომელ მიმდინარეობას აღიარებო, - როცა ვუპასუხე, არც ერთს, სუნიტი ვარ-მეთქი, არა, გზააბნეული სალაფიტი ხარო. ამის შემდეგ გარიგება შემომთავაზა. მითხრა, გაგიშვებ და გასაქცევად სამ დღეს მოგცემ, თუ არადა, სამი დღის შემდეგ გიპოვი და მოგკლავო. შეიძლება გამოსწორების შანსიც მოგცე, რამდენიმე დღეში გამოგიძახებ, მოვიწვევ სასულიერო პირებს. თუ დაგიმტკიცებენ, რომ არა ხარ მართალი, მზად ხარ ჭეშმარიტება აღიაროო?..

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: კადიროვისგან გამოქცეული ჩეჩენი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს! (ექსკლუზივი)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."