"დღეს მეგობრებმა მითხრეს, ამდენი რომ გეცინოს, ორი წელია არ გვინახავსო" - თინა ხიდაშელი

"დღეს მეგობრებმა მითხრეს, ამდენი რომ გეცინოს, ორი წელია არ გვინახავსო" - თინა ხიდაშელი

"მე დღეს თავისუფლება დავიბრუნე და ეს ყველაზე ძვირფასი და ღირებულია" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

ხიდაშელმა მისი მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინამორბედებთან შედარებით ბევრი ისეთი საქმის გაკეთება შეძლო, რასაც ისინი ვერ აკეთებდნენ.

"დღეს ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ამდენი რომ გეცინოს ორი წელია არ გვინახავსო. მე დღეს თავისუფლება დავიბრუნე და ეს ყველაზე ძვირფასი და ღირებულია, თუმცა პასუხისმგებლობა, რომელსაც ატარებს ასევე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ერთადერთ რამეზე მწყდება გული მხოლოდ, რომ ცენტრალური აფრკის საქმეზე გაერო-ს ბოდიში ვერ მოვახდევინე. თუმცა რაც ჩვენს მხარეზე იყო დამოკიდებული ყველაფერი დასრულებულია და წერილები ბოდიშის მოთხოვნით გაგზავნილია ჟენევაშიც და ნიო-იორკშიც. რაც შეეხება დანარჩენს, სრულიად თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ისეთი საქმეების კეთება დავიწყეთ, რომელსაც იმ სამინისტროში 10 წელია არავინ შეხებია. რეფორმები რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით, იმ ტიპის არის, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ითხოვდნენ თავდაცვის სამინისტროსგან, მაგრამ არავის თითი არ დაუდია. მე ვთვლის, რომ წინამორბედებთან შედარებით ბევრი ისეთი საქმე გავაკეთე, რომელსაც ისინი ვერ ეხებოდნენ. ეს კარგია თუ არა, ამას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თავისთვის გულში გადაწყვეტენ",- აღნიშნა ექსმინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.

თინა ხიდაშელის შემცვლელად საქართველოს პრემიერ მინიტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია დაასახელა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთი ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."