მთავარი პროკურატურა თინა ხიდაშელს პასუხობს

მთავარი პროკურატურა თინა ხიდაშელს პასუხობს

მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის საკითხზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში მასალების გადაგზავნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროდან არ მიუღიათ.

"გუშინდელი განცხადება ვითომდა თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში გადმოგზავნილია მასალები, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ჩვენ თავდაცვის საინისტროდან არ მიგვიღია.

რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის გარემოებებში გარკვევა. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."