"ქართულ ოცნებას" 2 მილიონ ლარზე მეტი, ბურჭულაძის პარტიას - 621 527 ლარი - ვინ რამდენი შემოწირულება მიიღო ივლისის თვეში

"ქართულ ოცნებას" 2 მილიონ ლარზე მეტი, ბურჭულაძის პარტიას - 621 527 ლარი - ვინ რამდენი შემოწირულება მიიღო ივლისის თვეში

პოლიტიკურმა პარტიებმა ივლისში შემოწირულების სახით ჯამში 3 486 119 ლარის მიიღეს. როგორც "ინტერპრესნიუსსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულიდან ყველაზე მეტი - 2 124 570 ლარის შემოწირულება პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე" მოდის.

აღნიშნული კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის", რომელსაც შემოწირულების სახით 621 527 ლარი აქვს მიღებული, მესამეზე კი - 208 400 ლარით გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო".

შემოწირულების თვალსაზრისით სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: "თავისუფალი დემოკრატები" - 195 800 ლარი, "პატრიოტთა ალიანსი" - 184 811 ლარი, "გირჩი" - 103 994 ლარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 9 590 ლარი, "ლეიბორისტული პარტია" - 2 000 ლარი, "მემარცხენე ალიანსი" - 500 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" - 429 ლარი, "კონსერვატიული პარტია" - 120 ლარი, "საქართველოს მშვიდობისთვის" - 100 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია’ - 51 ლარი, "თავისუფალი საქართველო" - 40 ლარი.

ამასთან, 21 500 ლარი აქვს მიღებული დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატ ილია კოკაიას, 9 500 ლარი - ასევე დამოუკიდებელ კანდიდატ ირაკლი შიხიაშვილს და 3 ათასი ლარი - გიორგი აფციაურს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."