"თქვენ საერთოდ წარმოდგენა გაქვთ რას აკეთებთ?!" - კახი კალაძისა და ცოტნე გამსახურდიას დაპირისპირება ღია ეთერში

"თქვენ საერთოდ წარმოდგენა გაქვთ რას აკეთებთ?!" - კახი კალაძისა და ცოტნე გამსახურდიას დაპირისპირება ღია ეთერში

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძესა და ცოტნე გამსახურდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი დაინტერესდა, ენერგეტიკული განვითარების რა გეგმა აქვს კალაძის უწყებას და მიზანშეწონილია თუ არა ქვეყანაში 120-ზე მეტი ელექტროსადგურის მშენებლობა. პასუხის მიღების შემდეგ გამსახურდიამ აღნიშნა, რომ "მინისტრი თემაში საერთოდ ვერ ერკვევა".

ცოტნე გამსახურდია:

როგორც ვიცი ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია და გეგმა არ გაგაჩნიათ. რის საფუძველზე არჩვეთ თუ რომელი პროექტია და რისი განხორციელებაა მიზანშეწონილი. ამ პატარა ქვეყანაში მემორანდუმები გაცემულია 120-ზე მეტი ელექტროსადგურის მშენებლობაზე. საიტზე გამოტანილია კიდევ 50-ზე მეტი მდებარეობა. ხომ არ ვარიგებთ ჩვენს მიწებს ნისიად და საერთოდ რა ენერგეტიკის განვითარებაზეა საუბარი? თქვენ საერთოდ გაქვთ წარმოდგენა რას აკეთებთ?!

კახი კალაძე:

პირველ რიგში, უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები და არ გადავიდეთ შეურაცხყოფაზე. მე მაქვს წარმოდგენა რას აკეთებს ენერგეტიკის სამინისტრო. მე ვარ ამ დარგის ხელმძღვანელი და მეამაყება ის, რაც ამ 4 წლის განმავლობაში შევძელით. წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით განვითარებული და თუ ელექტროენერგიის თვალსაზრისით ისევ ვიქნებით დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, ეს კარგად უნდა გესმოდეთ და ვფიქრობ, ეს კარგად იცით. ჩვენ არც ერთ წინსაარჩევნო გამოსვლაზე არ გვითქვამს, რომ უარს ვიტყოდით ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებაზე. ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება, ხორციელდება გარემოს დაცვის ზემოქმედების შეფასებით დოკუმენტაციის წამროდგენის შემდეგ, სადაც დეტალურად არის ყველა კვლევა, რომ თავიდან ავიცილოთ ყველანაირი უბედურება. ამიტომ ის, რომ საქართველოში ამდენი პროექტი ხორციელდება, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი.

ცოტნე გამსახურდია: მაპატიეთ, მაგრამ ბატონი მინისტრი საერთოდ ვერ ერკვევა თემაში.

კახი კალაძე: ბატონი ცოტნე რეალობას აცდენილია და სხვა სამყაროში ცხოვრობს.

"ჩემი კითხვა" პალიტრანიუსის ინოვაციური პროექტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მაყურებელს პირადად დაუსვას კითხვები პოლიტიკურ ლიდერებს, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."