გიორგი კვირიკაშვილმა რაჭის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

გიორგი კვირიკაშვილმა რაჭის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭის მოსახლეობას გზების გადაკეტვის გამო ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ ეს მისი ბრძანებით არ მომხდარა. ამის შესახებ პრემიერმა რაჭაში განაცხადა, სადაც ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

"ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას იმიტომ, რომ გზა იყო გადაკეტილი, აბსოლუტურად არა ჩემი მიზეზის გამო, მაგრამ რატომღაც ვიღაცებს უთხრეს, რომ პრემიერის გამოა გადაკეტილიო. ვისაც შეექმნა უხერხულობა, ყველას ბოდიშს ვუხდი ამის გამო. არასდროს მე ასეთი ბრძანება არ გამიცია", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."