"ეტყობა ვაზელინი კარგად წაისვა და მოაწონა თავი ვიღაც-ვიღაცეებს" - სანდრო ბრეგაძე პრეზიდენტზე

"ეტყობა ვაზელინი კარგად წაისვა და მოაწონა თავი ვიღაც-ვიღაცეებს" - სანდრო ბრეგაძე პრეზიდენტზე

პრეზიდენტს ვერ ვუყურებ სერიოზულად, აზრზე არ არის რას ლაპარაკობს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "TV პირველის" ეთერში ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე. მისი თქმით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, პარლამენტის და თავისი თავის ლეგიტიმურობის გარეშე დატოვა, რადგან ერთი რეფერენდუმი ასეთ რეალობაში პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა.

"ამ კაცს ვერ ვუყურებ სერიოზულად. აზრზე არ არის რას ლაპარაკობს. როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და სხვაგვარად არ შეიძლება მოხდესო, ერთი რეფერენდუმი უკვე ჩატარდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. ვგულისმობ დეპუტატების 150-მდე შემცირებას. ამ განცხადებით, პარლამენტის ლეგიტიმურობა და საკუთარი თავის ლეგიტიმურობაც ეჭქვეშ დააყენა. თუ ის აცხადებს, რომ რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს, რადგან საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს და მართლაც აქვს ოკუპირებული, მაშინ ის რეფერენდუმიც უკანონოა, რომელმაც 150 დეპუტატზე დაიყვანა რაოდენობა 235-დან. აქედან გამომდინარე ეს პარლამენტი ყოფილა არალეგიტიმური, ამ პარლამენტის მიერ დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები ყოფილა არალეგიტიმური, ყველა ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და დავუბრუნდეთ 235 დეპუტატს, რაც მანამდე გვყავდა. უცოდინარმა პრეზიდენტმა თავის თავზე თქვა, რომ არალეგიტიმურია. ამის მერე ამას რა უნდა ელაპარაკო. მას საქართველო კი არა საბავშვო ბაღი არ უნდა ჩააბარო, რადგან იქ ბავშვები არიან და შესაძლოა რამე დაუშავოს", - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, "ადამიანი, ცარიელი ადგილი, როგორც ნივთი, ბიძინა ივანიშვილმა დადო სკამზე და დაარქვა პრეზიდენტი".

"ჩემი დანაშაულიც არის ამაში, რომ ამაზე თავის დროზე შესაბამისი საპროტესტო რეაქცია არ გვქონდა. ეტყობა ვაზელინი კარგად წაისვა და მოაწონა თავი ვიღაც-ვიღაცეებს. არ იცის საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა, ლაპარაკობს სისულელეებს და მისთვის ასანთის მიცემაც არ შეიძლება, რადგან შესაძლოა მთელი ქვეყანა დაწვას", - აღნიშნა ბრეგაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."